მარიამ ქვრივიშვილი - EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, საქართველოში, 2019 წელთან შედარებით, აფრენა-დაფრენების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა

საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველოს, EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულმა ორგანიზაციამ ევროპის საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენების ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის არსებული მაჩვენებლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 3%-ით აღემატება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 2019 წელთან შედარებით, აფრენა-დაფრენების რაოდენობის ზრდა მხოლოდ ოთხ ქვეყანაში ფიქსირდება. ესენია: ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი, სომხეთი და საქართველო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სასიხარულოა, რომ სამოქალაქო ავიაციის აღდგენის ტემპის დინამიკით საქართველო სულ უფრო და უფრო ხდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების თვალსაწიერში.

„ეს არის შედეგი იმ გაწეული შრომისა, რომელსაც ჩვენი გუნდი, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, ვახორციელებთ, რათა გაზრდილიყო ფრენების სიხშირეები და საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნებილიყვნენ ის ავიაკომპანიები, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ და ასევე შემოგვეყვანა ახლებიც. ყოველივე ამან მოგვცა ის შედეგი, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და ამასვე აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როდესაც ყურადღებას საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ამახვილებენ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, EUROCONTROL-ის მონაცემებით, ფრენების აღდგენის აღნიშნული დინამიკით, საქართველო უსწრებს 37 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, საბერძნეთს, თურქეთს და ა.შ.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები