რუსთავის ციხესთან, სადაც ოპოზიციის აქცია უნდა გაიმართოს, მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ოპოზიციის აქცია უნდა გაიმართოს, მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან.

ადგილზე უკვე აწყობენ სცენასაც, საიდანაც სიტყვით გამომსვლელები შეკრებილებს მიმართავენ.

ამასთან, რუსთავის ციხესთან რკინის ჯებირები მიიტანეს და მიმდებარე ტერიტორიაზე განალაგეს.

ოპოზიციის აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა