რუსთავის ციხესთან ოპოზიციის აქცია დასრულდა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მხარდამჭერების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პროტესტის ნიშნად 37-ე დღეა შიმშილობს, მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანონ.

აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლებას 24 საათიან ვადას აძლევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაიყვანონ. მისი თქმით, თუ ხელისუფლებაში ვინმეს საღი აზრი აქვს შერჩენილი, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

აქციის პარალელურად ციხის მიმდებარე ტერიტორიასთან აქტივისტებმა კარვები გაშალეს და აღნიშნას, რომ კარავში იქამდე დარჩებიან, ვიდრე სააკაშვილს ციხიდან მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.

აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს