მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ მის მიერ ციხის საკნიდან გამოხედვის გამო, მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი გაათავისუფლეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ მის მიერ ციხის საკნიდან გამოხედვის გამო მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააკაშვილი „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს. სააკაშვილი ინტერვიუში თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ადგომა უკვე აღარ შეუძლია.

„დილის შემოწმებიდან გამათავისუფლეს, რადგან უკვე ფიზიკურად ვერ ვდგები. დილიდან განსაკუთრებულად სუსტად ვარ. ანალიზებში კრიტიკული მონაცემების დავარდნის გამო კალიუმი გადამისხეს ორჯერ და პირველად ცხოვრებაში, მქონდა ჰიპერტონიული კრიზი. ექიმები ძალიან ყურადღებიანები არიან ისევე, როგორც რეანომობილის ბრიგადა, მაგრამ მათი რესურსები შეზღუდულია. ამდენ ლაყბობას, ერთხელ გამომიყვანონ ტელეკამერების წინაშე და ხალხი თვითონ მიხვდება ჩემ მდგომარეობას. მე არ ვიცნობ ისტორიაში ასეთ მაგალითს, რომ რომელიმე ქვეყნის ხელისუფალს თავისი მოწინააღმდეგის ვიზუალის და ხმის ასე ეშინოდეს. აპირებენ უხმაუროდ, ჰაერით გადაყვანას. ზუსტად ისე, როგორც მომექცა პოროშენკო 2018-ში, ჩვენს უკრაინელ მომხრეებს რომ არ გავეთავისუფლებინე.

ფანჯრიდან ჩემი გამოხედვის და ხელის დაქნევის შემდეგ მგონი, ციხის დირექტორი მოხსნეს, ვინაიდან მას შემდეგ აღარ მინახავს. უკრაინელმა ომბუდსმენმა, რომელიც ავტორიტეტული ფიგურაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მიმართა ევროპარლამენტს, რომ რაც ჩემს მიმართ გამოიყენება, ეს არის კლასიკური წამება. მე ვიცი რას დავუპირისპირდი - ბოროტებას, სუფთა სახით. ბოროტებაა, როცა სხვას უსურვებ სიკვდილს. ჩვენ ვერ შევიყვარებთ ივანიშვილის ჯგუფს, მაგრამ უნდა ვისწავლოთ წითელი ხაზების ვერგადაკვეთა“, - ამბობს ინტერვიუში სააკაშვილი.

ამასთან, სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. „ყოველთვის არსებობს ხანმოკლე მომენტები ყოყმანის, მაგრამ ამასწინათ დედაჩემმა მითხრა, აბსოლუტურად სწორ დროს ჩამოხვედიო და იგივე მითხრა ჩემმა შვილმა ედუარდმა, რომელიც მანამდე ჩემი ჩამოსვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო - „შენი ინტუიცია უფრო სწორი აღმოჩნდაო“.

კითხვაზე, რა როლი ჰქონდა საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაში ვანო მერაბიშვილს? მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: „ვანო დიდი ხანია არ მინახავს. ჩემ გადაწყვეტილებებს თვითონ ვიღებ. ჩემი გულის კარნახით ჩამოვედი საქართველოში იმიტომ, რომ ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ხალხის და ისტორიის წინაშე, რომ ეს ისტორია არ შეწყდეს“, - აცხადებს სააკაშვილი.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ასახელებს ტელეკომპანიებს, რომლებსაც ციხიდან ადევნებს თვალს და ამბობს, რომ საზოგადოება ახლა ცვლილებებისთვის უფრო მეტადაა მზად, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ დროს.

„ვუყურებ თქვენს არხს, „მთავარს“, „ფორმულას“ და „პალიტრას“. სამწუხაროდ, „კავკასია“ არ იჭერს. პრინციპში კიევშიც ასე ვიყავი. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება ახლა ბევრად მეტადაა მზად ცვლილებისთვის, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ წინ“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო