პარლამენტში, სადაც ელენე ხოშტარია შიმშილობს, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

ექიმის განცხადებით, შიმშილობის ფონზე, ელენე ხოშტარიას თავბრუსხვევა და სისუსტე აღენიშნებოდა.

მისი ინფორმაციით, ხოშტარიას გადასხმა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

„უკვე მეხუთე დღეა, რაც ელენე შიმშილობს. შემიძლია ვთქვა, რომ საგრძნობლად არის დასუსტებული. ბუნებრივია, ეს მას ეტყობა. ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდება, ალბათ, სისუსტე კიდევ უფრო მოიმატებს და შეიძლება სხვა მოვლენებმაც იჩინოს თავი. მძიმე და ანომალიური მოვლენები პოლიტიკურად ქვეყნისთვის დამაზიანებელია, ადამიანების სიცოცხლის საფრთხეა. ამიტომ, ეს რთულად გადასაწყვეტი საკითხი, რაც შეიძლება დროულად უნდა გადაწყდეს და ეს პროცესი დასრულდეს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტში მეხუთე დღეა შიმშილობს. მისი მოთხოვნაა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ელენე ხოშტარიას შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ადგილი აქვს ცინიკურ და სადისტურ შურისძიებას.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა