სალომე სამადაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე - ეს არის მიხეილ სააკაშვილის უფლებების უხეში დარღვევა

ეს არის მიხეილ სააკაშვილის უფლებების უხეში დარღვევა, ამ კადრების გავრცელება იყო ძალიან უხეში შეცდომა ყველანაირი თვალსაზრისით - დღეს ამ ვითარების გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული კადრების თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება დაპირისპირება ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით მით უფრო ღრმა ჩიხში შევა ქვეყანა.

„ეს არის პატიმრის უფლებების დარღვევა. გასაგებია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს სააკაშვილის პატიმრობის და შიმშილობის პროცესის მიმართ, მაგრამ, ალბათ, პირველ რიგში თუ რაიმეს გავრცელებას გეგმავს ხელისუფლება, ამაზე ნებართვა უნდ აიღოს პატიმრისგან. ამიტომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის უფლებების უხეში დაღვევა. კადრების გავრცელებას მოჰყვა ის, რომ სააკაშვილი აცხადებს, რომ დაამძიმებს თავის შიმშილობის პროცესს, რამაც გამოიწვია მხოლოდ უკუშედეგი და კიდევ უფრო ღრმა ჩიხური ვითარება შექმნა. ამ კადრების გავრცელება იყო ძალიან უხეში შეცდომა ყველანაირი თვალსაზრისით.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება დაპირისპირება ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით და რაც უფრო დიდხანს გააჭიანურებს ხელისუფლება იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დაარწმუნებს ყველას, რომ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არის განეიტრალებული, მით უფრო ღრმა ჩიხში შევა ქვეყანა. დღეს ხელისუფლების ინტერესებშია, რომ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენ რომ შეიქმნას სივრცე ამ ვითარების განმუხტვისათვის. ხელისუფლების დღის წესრიგი არის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალოს სამოქალაქო პროტესტს, ამიტომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ემსახურება სწორედ ამ მიზეზს, რომ დააფრთხონ ადამიანები და შეეცადონ ჩაახშონ საპროტესტო ტალღა, მაგრამ დღეს ამ ვითარების გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში. ხვალინდელი აქციის თემა ეს არის სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უზრუნველყოფა. გადადგან ის ნაბიჯები რაც აუცილებელია ამისთვის და შესაბამისად, შეიძლება ითქვამს, რომ ამ წუთში პრობლემის სიმწვავე მოიხსნება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს