პარლამენტთან 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით აქცია „არ აგარევინებთ“ მიმდინარეობს

2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია სახელწოდებით - „არ აგარევინებთ!“ მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძეა (უცნობი).

აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ მათთვის 7 ნოემბერი სისხლიან რეჟიმთან ასოცირდება და ადგილზე შეკრებილი ადამიანები სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, ვინც რეჟიმის მსხვერპლი გახდა.

აქციაზე იმყოფებიან როგორც დედაქალაქის მცხოვრებლები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები.

ამ წუთებში, მოქალაქეებს მომღერალი გია გაჩეჩილაძე მიმართავს.

პარლამენტის შენობის წინ მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარე ტერიტორიაზე კი საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან "კარვების ქალაქის" გაშლა დააანონსა. პარალელურად, თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან "სირცხვილის კორიდორების" მოწყობა გრძელდებოდა. აქცია პოლიციის მიერ მისი მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა. პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის