გია გაჩეჩილაძე ხელისუფლებას - 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად

ერთად ვთხოვოთ და მივმართოთ ხელისუფლებას, 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად, - ამის შესახებ საზოგადოებრივ მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სახელწოდებით „არ აგარევინებთ“ განაცხადა.

მისი თქმით, კარგია, რომ 2007 წლის 7 ნოემბრიდან 11 წლის შემდეგ, კობა დავითაშვილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ღირსების ორდენი გადაეცა.

„მინდა გითხრათ, რომ საერთოდ, 7 ნოემბერი ღირსების დღეა და ყველა იმ ადამიანის დღე, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა და არ დაკარგა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა. ეს დღე დაიწყო 2 ნოემბერს და მოშიმშილეები აქ დასხდნენ 7 ნოემბერს. აქიდან იწყება მთელი კოშმარი, რაც იწყება. მართალია, მანამდე იყო ბუტა, სანდრო, მაგრამ მასიური ტერორი ზუსტად 7 ნოემბრიდან იწყება. ამიტომ, ვიფიქრე და თქვენის ნებართვით, თუ შეიძლება, ერთად ვთხოვოთ და მივმართოთ ხელისუფლებას, 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად. ეს მინდა, რომ გავაკეთოთ და ჩვენ ერთად ამას მივაღწევთ“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია სახელწოდებით - „არ აგარევინებთ!“ მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა