„გირჩი - მეტი თავისუფლებას“ წევრებმა სუს-ის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა და წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ საყოფაცხოვრებო ნაგავი მიიტანეს და სუს-ის შესასვლელთან დაყარეს.

როგორც „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ყველაზე დიდი ბოროტების ადგილია.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, მსგავსი პროტესტი განმეორებითი იქნება, მაგრამ შემდეგ ჯერზე უფრო მეტი რაოდენობის ნაგავს დაყრიან.

" „გირჩი“ ვფიქრობთ, რომ ტრადიციული პროტესტის გზები არ არის ეფექტური რადგან ამ სისტემას იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული, ამიტომ ჩვენი გზა არის ნერვების მოშლის, საბოტაჟის და პარალიზების გზა, დღესაც ასეთი აქციაა, რომელმაც წესით უნდა გააღიზიანონ. 30-მდე კაცმა სახლიდან წამოვიღეთ ნაგავი, აღარ ჩავყარეთ ურნებში და დავყარეთ სუს-ის შესასვლელთან, რადგან ეს ადგილი გვქონია ამ ქვეყანაში მთავარი ბოროტების ადგილი. არაფრის გაპროტესტებას არ აქვს აზრი ცესკო-სთან და მსგავს სტრუქტურებთნ, აქედან იმართება ეს ქვეყანა. ესენი აშანტაჟებენ, ესენი აშინებენ, მათ შორის, ესენი ატარებენ არჩევნებს. მგონია, რომ ერთ-ერთი მთავარი პროტესტის სამიზნე მუდმივად უნდა იყოს ეს შენობა. ვფიქრობთ, რომ გავიმეოროთ და ნაგვის მოცულობა გავზარდოთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა