ელენე ხოშტარია - ვადამდელი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი გარკვეული ნორმალიზაციისკენ - ბრძოლა იქნება ბოლომდე, რადგან ეს აუცილებელია ქვეყნისთვის

მე მაქვს განცდა, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი გარკვეული ნორმალიზაციისკენ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა იმაში, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის აუცილებელია.

“მე მაქვს განცდა, რომ სხვანაირად ამ ქვეყნის მართვა შეუძლებელი იქნება. მაქვს განცდა, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი გარკვეული ნორმალიზაციისკენ. რაშიც დარწმუნებული ვარ არის, რომ ბრძოლა ამისთვის გაგრძელდება. რა თქმა უნდა, რწმენა არის, უბრალოდ მე არ მიყვარს „კუნთების თამაში“. რწმენა არის, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე, რადგან ეს არის აუცილებელი ქვეყნისთვის. რამდენი ხანი დასჭირდება ამ ყველაფერს და ა.შ. არ მიყვარს წინასწარ ძახილი“, - აცხადებს ხოშტარია.

გადაცემაში ელენე ხოშტარიამ ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ ვერ მოუწოდებს.

„ვერც შეწყვეტას და ვერც დაწყებას, ვერავის ვერ მოვუწოდებ, ეს რაღაცნაირი პოზიორობაა. თუ სააკაშვილი შეწყვეტს, მეც შევწყვეტ, რა თქმა უნდა. ჩემი ამოცანა არის არა ვიღაცის პოლიტიკური მიზნების მიღწევა, არამედ ჩემი ამოცანა არის მისი სიცოცხლის საფრთხის მომენტის მოცილება. ამისთვის საუკეთესო გზა არის, რომ ის კლინიკაში გადაიყვანონ. ეს მისი არჩევანია და კანონი ითხოვს, რომ კლინიკაში გადაიყვანონ. ერთი არის ადამიანის არჩევანი, რომელიც შეიძლება, მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს. მეორეა, კანონი, რომელიც სავალდებულოა, შესრულებისთვის“, - განაცხადა ხოშტარიამ.რაც შეეხება კითხვას, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, მოხდება არეულობა, ელენე ხოშტარია პასუხობს: „ანუ სახელმწიფო ვერ ფუნქციონირებს?“.„იმდენად ბრიყვულად იქცევიან, რომც არ უნდოდეთ გამიზნულად მკვლელობა, უბრალოდ შეიძლება შემოაკვდეთ, ამდენ სისულელეში, რასაც ამბობენ“, - აცხადებს ხოშტარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო