ადვოკატი - ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს დროულად, არ უნდა დაელოდოს კრიტიკულ მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში

ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს დროულად, არ უნდა დაელოდოს კრიტიკულ მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროში „განგაშის ზარია შემოკრული“.

„იმედია, ის ურთულესი პროგნოზები რაც არის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე, გაცუდდება. ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს დროულად, არ უნდა დაელოდოს კრიტიკულ მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში. ამას ითხოვს ელემენტარული ადამიანურობა. ახლა არ არის დრო პოლიტიკური ბოღმის ნთხევის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხნის მანძილზე აკეთებდა. იმედი გვაქვს, დღესვე მოვა ის მექანიზმი მოქმედებაში, რაც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო პროცედურებისთვისაა საჭირო. სამედიცინო სფეროში ვინც კი არის, ყველასთან განგაშის ზარია შემოკრული. ხელისუფლებამ ეს ყურად უნდა იღოს. სიცოცხლესთან თამაში არ შეიძლება“, - განაცხადა ბასილაიამ.

რაც შეეხება ორ დღეში გასამართ სასამართლო პროცესს, როგორც ბასილაიამ აღნიშნა, იუსტიციის მინისტრს არ აქვს უფლება სასამართლოს დირექტივა მისცეს, სხდომა სად უნდა ჩატარდეს.

„მით უმეტეს, ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებიც არიან, რომელთაც არანაირი ვალდებულება ციხეში შესვლის არ გააჩნიათ“, - განაცხადა ბასილაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო