"დროას" წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან საკვები დანამატები მიიტანეს

"დროას" წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ადგილზე საკვები დანამატები და პლაკატი წარწერით „რევოლუცია" მიიტანეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები არის პატიმრის დისკრედიტაცია, რადგან აღნიშნული დანამატების მიღება არ ნიშნავდა შიმშილობის შეწყვეტას და სამედიცინო მანიპულაციის ჩვენება არის ამორალური.

„გუშინწინ გავრცელდა კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილი იღებდა დანამატს, რომელზეც ამბობენ, რომ თურმე ეს იყო საკვები. ეს არ არის საკვები, ეს არის უბრალოდ დანამატი, რომელიც შეიცავს მინერალებს, ვიტამინებს და როცა ადამიანი შიმშილობს, ექიმის რჩევით, რომ გული არ წასვლოდა და არ მომკვდარიყო, ეს შესთავაზეს. მას შემდეგ რაც შესთავაზეს, გაუვრცელეს კადრები დაკნინების, მიწასთან გასწორების მიზნით. მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ყველამ კარგად იცის, ეს რაც არის. ახლა აქ მოვედით იმ მიზნით, რომ უბრალოდ მივმართოთ იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ სამსახურს, რომ ერთი კვირა უბრალოდ სცადეთ, მიიღეთ მხოლოდ ეს და ვნახოთ მართლა საკვები არის თუ რა არის. ნახონ როგორ იგრძნობენ 1 კვირის შემდეგ თავს?

მე არც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ვარ და არც მისი პარტიის ამომრჩეველი ვყოფილვარ არასდროს, უბრალოდ მართლა წარმოუდგენელია ვისხდეთ ასე მშვიდად, ვუყუროთ ამ უსამართლობას, როგორ ექცევიან ამ ადამიანს. უბრალოდ ამაზრზენი და სირცხვილია, ადამიანებო, რომ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვუყურებთ როგორ კლავს ეს სახელმწიფო, რადგან პირადი შურისძიება ამოძრავებთ. მათ ეს არ გაუვათ და ბრძოლა სიცოცხლისთვის გაგრძელდება", - განაცხადა „დროას" წევრმა შუშანა მაცაბერიძემ.

იხილეთ ვიდეო:იუსტიციის სამინისტროსთან პარტია "დროას" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო