ნიკოლოზ სამხარაძე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა არც არჩევნებთან და არც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ერიკა ოლსონთან შეხვედრისას საუბარი სასამართლო, დეცენტრალიზაციის, განათლების რეფორმებს შეეხო, თუმცა, საუბარი არ ყოფილა არც არჩევნებთან და არც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეხვედრაზე ძირითადი საუბარი სამომავლო გეგმებს შეეხებოდა. ასევე, იმ რეფორმებს, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს და ამ რეფორმებში აშშ-ს მხარდაჭერას. მათ შორის ნახსენები იყო სასამართლო, დეცენტრალიზაციის, განათლების რეფორმები. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, მასზე საუბარი არ ყოფილა, იქიდან გამომდინარე, რომ ის შესრულებულია.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი საუბრისა იყო უსაფრთხოების საკითხები. სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მათ მოისმინეს ჩვენგან იდეები თუ როგორ შეიძლება აშშ-ის ჩართულობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ჩვენს რეგიონში და ასევე, საუბარი იყო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარებაზე. შევთანხმდით იმაზე, რომ მომავალშიც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ იმ იდეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ მას დღეს მივაწოდეთ. კიდევ ერთი - მესამე მიმართულება იყო უშუალოდ კონფლიქტების მიმართულება, მათ შორის როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ამ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი არც არჩევნებთან დაკავშირებით და არც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ, იმაზე, რომ აშშ მზადაა გააგრძელოს საქართველოს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა და ჩვენი მხრიდან იყო გაცხადებული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა გაგრძელდება იმ ანალიზის, ფაქტებსა და საჭიროებებზე დაფუძნებით, რა ანალიზსაც ჩვენ ჩავატარებთ მე-3 და მე-4 ტალღის შედეგად. საკმაოდ პოზიტიურ ტონში მიმდინარეობდა ეს საუბარი. ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავინახეთ რამდენად დიდია საქართველოს მნიშვნელობა აშშ-ისთვის“, -განაცხადა სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს