ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ

ეს იყო ნამდვილად ისტორიული არჩევნები და ისტორიული გამარჯვება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მარცხს უნდა შეეგუოს.

„რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის. მინდა მათ ვუთხრა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ნდობა გავამართლოთ. ეს არის უაღრესად საპატიო საქმე, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას. დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება. მინდა მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ. მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენ მოტივირებულები, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. კარგად გვესმის,რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დღეს ბევრი გამოწვევაა, ბევრი პრობლემაა, ეს არის სამუშაო ადგილები, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია. ამიტომ, ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და 24-საათიან რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ. ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო. როდესაც 8-ჯერ ხალხი უარს გეუბნება და არჩევნებში მარცხდები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს. ალბათ,ეს მათთვის მორიგი გაკვეთილი უნდა იყოს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, არჩევნები იყო სანიმუშოდ ორგანიზებული და ადმინისტრირებული.

„მინდა მადლობა გადაუხადო ცესკო-ს თავმჯდომარეს და თითოეულ თანამშრომელს უმაღლეს დოზე ჩატარებული არჩევნებისთვის. ჩვენ ახლა გვაქვს 3 წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, რომ ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო, ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესები და არა ვიწროპარტიული, ამიტომ თუ ოპოზიციას სურს საქმეზე დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტში“, - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს