ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო - მთელი ცენტრალური მთავრობა მზად  ვიქნებით, რომ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ

მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო -ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანაშრომლოთ ოპოზიციონერ მერთანაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე კონცენტრირებაა ახლა საჭირო.

„მე, როგორც პრემიერ-მინისტრს მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მინდა მათ კიდევ ერთხელ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იყო გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო. ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ ჩვენ, მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ. და რა თქმა უნდა, მე როგორც პრემიერ-მინისტრი გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისა და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მინდა დავაზუსტო დღეს, რომ, რა თქმა უნდა ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციონერ მერთანაც. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს და საქმეზე კონცენტრირებაა ახლა საჭირო,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო