ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის მონაწილეები წინადადებით გამოდიან

ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის ძირითადი მონაწილეები, პანდემიის გამო თითქმის ორწლიანი შესვენების შემდეგ, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ქალაქ ბელგრადში ლაიმჰაუსის სადისკუსიო პლატფორმის ფორმატში. შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე საერთაშორისო კონტექსტში განვითარებული ახალი ტენდენციები და მათი გავლენა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დინამიკაზე. მონაწილეებმა ასევე გააანალიზეს ის ძირითადი იდეები, რომლებიც გამოითქვა მრავალწლიანი დისკუსიის პროცესში ორმხრივი დიალოგის ფარგლებში. წარსული გამოცდილების, არსებული სიტუაციის შეფასებისა და ბოლო წლებში დიალოგის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებების საფუძვლეზე, მონაწილეებმა შეიმუშავეს წინადადებების პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრად მშვიდობას ქართულ-აფხაზურ კონტექსტში.

ეს წინადადებები, რომლებიც განხილული უნდა იყოს ერთიანობაში, გამიზნულია სამშვიდობო პროცესში ჩართული ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორებისათვის და ფოკუსირებულია იმ სფეროებზე, სადაც შეიძლება მიღწეულ იქნეს პროგრესი ქართულ-აფხაზური მოუგვარებელი კონფლიქტით დაზარალებულთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ლაიმჰაუსის სადისკუსიო პლატფორმის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ეს წინადადებები გახდება საზოგადოების განხილვის საგანი კონფლიქტის ორივე მხარეზე და ასევე დიალოგის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში.

წინადადებქართულ-აფხაზურგრძელვადიანი სამშვიდობო ურთიერთობისა და რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნის შესახებ

ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან 28 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესამჩნევი გაუმჯობესება და ადამიანები მოუგვარებელი კონფლიქტის შედეგებს კვლავაც იმკიან. პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ახალი გამოწვევები და მნიშვნელოვანი ცვლილებები რეგიონულ კონტექსტში ცხადყოფს, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ახალი მიდგომების ძიება კვლავაც აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.

იმისათვის, რომ ადამიანები აღარ იყვნენ დაურეგულირებელი კონფლიქტის მძევლები და შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი მოიძებნოს, მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

მხარეებისათვის კონკრეტული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვის შესაძლებლობის შექმნა

  • ფორმალური და არაფორმალური შეხვედრების ხელშეწყობა, რომელიც გამსჭვალული იქნება საერთო ინტერესებისა და პრობლემების პრაგმატულად მოგვარების სულისიკვეთებით.
  • ჟენევის დისკუსიებს, როგორც აქტუალური პრობლემების განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმის მხარდაჭერა, მათ შორის, მხარეთათვის მისაღები ისეთ მექანიზმის შემუშავების მიზნით, რომელიც გამორიცხავს არსებული წინააღმდეგობების გადაჭრას ძალისმიერმეთოდებთ.
  • ჟენევის დისკუსიებთან ერთად, დიალოგის სხვადასხვა ფორმატების, მათ შორის, ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო ფორმატების მხარდაჭერა, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტით დაზარალებულთა საჭიროებების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
  • ორივე მხარისთვის მისაღები ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატის ძიების პროცესის საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარება

  • სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის სისტემების აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა.
  • საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების, მათ შორის, აფხაზეთში მრეწველობის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სხვა სფეროების მხარდაჭერის მიზნით.
  • მდგრადი ენერგოსისტემების, მათ შორის, განახლებადი ენერგიის, გასავითარებლად ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა.

უარი ითქვას მტრულ რიტორიკასა და ქმედებებზე, რომელიც აღრმავებს შიშს ორივე საზოგადოებაში

  • ორივე საზოგადოებაში მეორე მხარის, განსაკუთრებით კი კონფლიქტით დაზარალებულთა, ინტერესებისა და შიშის გაგების, გააზრების ხელშეწყობა.
  • მხარეთა მიერ სიტუაციის გასხვავებულად აღქმის გაცნობიერება.

უფლებების დაცვის პოლიტიკის შემუშავება იმ ადამიანებისათვის, რომლებზეც ნეგატიურად აისახება დაურეგულირებელი კონფლიქტის შედეგები

  • საქართველოში მიღებულ იქნას ზომები იმ პოლიტიკის გადასინჯვისათვის, რომელიც აფერხებს აფხაზეთის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კონტაქტებს გარე სამყაროსთან და ასევე ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას, განათლების ხელმისაწვდომობასა და სხვა უფლებებს.
  • აფხაზეთში მიღებულ იქნას ზომები აფხაზეთის ქართული მოსახლეობის უფლებების უზრუნველსაყოფად.

საერთაშორისო აქტორების წახალისება, აქტიურად დაუჭირონ მხარი მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების ადგილობრივ ინიციატივებს

  • კონფლიქტის ორივე მხარეზე სხვადასხვა სფეროებს მოდერნიზაციის პროცესების საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • მოწოდება ადგილობრივ და საერთაშორისო აქტორებადმი - ხელი შეუწყონ აფხაზეთის დეიზოლაცია.
  • საერთაშორისო აქტორებისათვის აფხაზეთის წვდომის ხელშეწყობა და გაფართოება.
  • საერთაშორისო აქტორებისა და აფხაზეთის ურთიერთქმედებისათვის უფრო თანმიმდევრული და ეფექტური გზების შემუშავება, პოლიტიკურად ნეიტრალური მიდგომის საფუძველზე.

წარმოდგენილი ნაბიჯები სრულიად რეალისტურია. ისინი ეფუძნება რწმენას, რომ პოზიტიური ცვლილებების მიღწევა, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საჭიროებათა გათვალისწინებით არის შესაძლებელი. მომავალზე ორიენტირებულ პრაგმატულ მიდგომებს შეუძლია უთანასწორობის დაძლევა, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება და ასევე ნდობისა და გრძელვადიანი მშვიდობისათვის პირობების შექმნა.

წარმოდგენილი წინადადებების პაკეტი შემუშავდა ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის მონაწილეთა მიერ ლაიმჰაუსის სადისკუსიო პლატფორმის ფარგლებში და საბოლოოდ შეთანხმდა 2021 წლის 20-24 სექტემბერს ქალაქ ბელგრადში გამართულ შეხვედრაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა