გიორგი ვაშაძე - ამორალურ ქმედებებს აქვს ადგილი - ფაფის ჭამით სპეკულირება - „ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილი საქართველოსთვის უმძიმესი ლაქა იქნება

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილი უმძიმესი ლაქა იქნება საქართველოსთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ვაშაძის შეფასებით, ფაფის ჭამით სპეკულირება ამორალური საქციელია.

„სიჯიუტე მიგვიყვანს ძალიან მძიმე შედეგებამდე. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილი იქნება უმძიმესი ლაქა საქართველოსთვის, როგორც ისტორიისთვის, ასევე მათთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.

ადამიანურადაც კი მგონია, რომ ძალიან ამორალურ ქმედებებს აქვს ადგილი - ფაფის ჭამით სპეკულირება. სიმართლე გითხრათ, არც ის მომწონს ვამტკიცოთ, ეს ფაფა არის თუ არ არის საკვები. ფაქტია, რომ ადამიანი შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ქვეშ არის. ფაქტია, რომ ყველა ექიმი, სამედიცინო სექტორის ყველა წარმომადგენელი ამბობს, რომ აუცილებელია მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. რის საფუძველზე აჩერებენ ისევ იქ და რის საფუძველზე არ გადაჰყავთ? რომელმა ექიმმა მოუწერა ხელი ციხის ადმინისტრაციას, რომ არ გადაჰყავთ სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში? მე ასეთი არ ვიცი, არცერთი ასეთი დასკვნა არ მინახავს. პირიქითი დასკვნები ვიცი, მათ მიერ შერჩეული ექიმებისაც და ყველა სამედიცინო პერსონალის. პოლიტიკა არ შეიძლება გახდეს მანიპულაციების საგანი“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა