ირაკლი ზარქუა - აგერ არის პარლამენტი, შემობრძანდნენ, ჩაერთონ დისკუსიაში და დებატებში - ამის იქეთ ყველა ინიციატივა ფუჭი და ყალბია

აგერ არის პარლამენტი - შემობრძანდნენ, ჩაერთონ დისკუსიაში და დებატებში - ამის იქეთ ყველა ინიციატივა ფუჭი და ყალბია, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ხელისუფლებისადმი მოწოდებას, სასწრაფოდ დაიწყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები.

„ყალბ ინიციატივებში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. არავისთან ზედმეტი დაძაბული ურთიერთობა არ გვჭირდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩატარების უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია, თუმცა როგორც კი აქცია კანონით დადგენილ კრიტერიუმებს გასცდება, რეაგირება იქნება. ზარქუამ აღნიშნა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

„იმიტომ კი არა, რომ “ქართული ოცნებაა“ იდეალური, არამედ იმიტომ, რომ ამას მოსახლეობის უმრავლესობა არ დაუშვებს - ფაქტია ჯიუტია, ფაქტი სახეზეა! ეუთო/ოდირის დასკვნაა, რომ არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული, კონკურენტული და თავისუფალი - მორჩა!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა