ვიცე ადმირალი ჯინ ბლეკი - საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია

შავი ზღვის რეგიონში თქვენ ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორი ხართ, - ამის შესახებ აშშ-ს მეექვსე ფლოტის მეთაურმა, ვიცე ადმირალმა ჯინ ბლეკმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელობა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტმაც დაადასტურა.

„საქართველოს მნიშვნელობა ნათელია იმითაც, რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის თავდაცვის მდივანი. აქ ვარ მეც, მეექვსე ფლოტის, აშშ-ის სამხედო-საზღვაო ძალებისა და ნატო-ს წარმომადგენელი. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორი ხართ შავი ზღვის რეგიონში. მოუთმენლად ველით თქვენთან ერთად მუშაობას, მადლობელი ვართ არაჩვეულებრივი და თბილი დახვედრისთვის“, - განაცხადა ბლეკმა.

ბათუმის პორტში ორი ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Mount Whitney და USS Porter-ი შემოვიდა. Mount Whitney აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის საზღვაო ხომალდია. USS Porter (DDG 78) Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა