პრემიერი - პატიმარ სააკაშვილის გეგმები არის რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი - დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან არეულობის ყველა მცდელობა იქნება აღკვეთილი და სამაგალითოდ დასჯილი

ჩვენ კარგად ვიცით, რომ პატიმარ სააკაშვილის გეგმები არის აბსოლუტურად რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან შემოტანილი არეულობის ყველა მცდელობა იქნება აღკვეთილი და სამაგალითოდ დასჯილი.

„რაც შეეხება ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმებს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გააკეთა დეტალური განმარტება იმ დოზით, რა დოზითაც იყო შესაძლებელი საზოგადოების ინფორმირება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პატიმარ სააკაშვილის გეგმები არის აბსოლუტურად რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული თითოეული მისი ეს გეგმა და მოწოდება, რომელიც მისგან მომდინარეობს. ჩვენს სამსახურებს დეტალური ინფორმაცია აქვს ამის თაობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო ამ არჩევნებით კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენ არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ყველა ადამიანს და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება მშვიდობიანი ფორმით, თუ ეს გასცდება კანონის ფარგლებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. ჩვენ არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან შემოტანილი ყველა ასეთი არეულობის მცდელობა იქნება აღკვეთილი და სამაგალითოდ დასჯილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს