ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაციის გაუარესებას ვერ შევაჩერებთ, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრა

ეპიდსიტუაციის გაუარესებას ვერ შევაჩერებთ, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 35%-ზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი.

„სამწუხაროდ, ბოლო ორი კვირაა, ერთ დონეზეა, 4-5 ათასის ფარგლებში ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა. ასევე ინციდენტობის მაჩვენებელიც. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა მომატებულია, გვაქვს 15 ერთ მილიონ მოსახლეზე. ჩვენ ზღვრად ვითვლით 8-9-ს მილიონ მოსახლეზე. ეპიდსიტუაციის გაუარესებას ვერ შევაჩერებთ, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრა და არ დავიცავით რეკომენდაციები. 35%-ზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი. მიუხედავად ყოველდღიური, ყოველსაათობრივი მოწოდებისა, ხვეწნისა, მუდარისა მოსახლეობის მიმართ, ვატაროთ პირბადე, მაინც უგულებელყოფილია ეს და გვაქვს ის, რაც გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა