მამუკა ხაზარაძე - პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გვქონდა, რომ დიალოგისთვის მზად ვართ, რათა ქვეყანას თავიდან ავაცილოთ ცუდი სცენარი

"ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებ მამუკა ხაზარაძემ განუცხადა, ქვეყანაში შექმნილ ქაოსურ ვითარებაში კონსტრუქციული გამოსავალი დიალოგი და სიტუაციის მართვაა, რაზეც კუჭავასთან ისაუბრეს.

"ჩვენ წარსულში ვნახეთ, საბოლოოდ სად მიდის დაპირისპირება. პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, რომ დიალოგისთვის მზად ვართ, რათა ქვეყანას თავიდან ცუდი სცენარი ავაცილოთ.

საზოგადოება ორ ნაწილად არის გახლეჩილი. საუბარია ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზე, ვის რანაირი სენტიმენტები ან ბოღმა არ უნდა ედოს გულში. უნდა შეიქმას ისეთი ვითარება, რომ მესამე პრეზიდენტს სიკვდილი არ დაემუქროს", - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა