CIU-მ სოციალურ მეცნიერებებში საერთაშორისო ონლაინ ჟურნალი დააარსა

„საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში”- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორენოვანი (ქართული და ინგლისური) ონლაინ ჟურნალი დაარსა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟურნალის მიზანია, ორიგინალური სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებით, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ კვლევით სტანდარტებს და ქმნიან ახალ ცოდნას ან/და საკითხს წარმოაჩენენ ახლებური ხედვით, ხელი შეუწყოს აკადემიურ კვლევებსა და საქმიანობას.

„ სტატიების გამოქვეყნების ხარჯებს სრულად აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჟურნალში ქვეყნდება ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, მედიის და საერთაშორისო ურთიერთობების ნებისმიერი მიმართულების სტატიები. ასევე, შესაძლებელია ინტერდისციპლინური კვლევების გამოყენება, რომლებიც ეხება ზემოაღნიშნული დარგებიდან ერთ-ერთს მაინც. სტატიები უნდა იყოს ემპირიული/თეორიული კვლევის შედეგები ან შემთხვევის ანალიზი (case study).

ჟურნალი წელიწადში ორჯერ, დეკემბერსა და ივნისში გამოვა. ავტორს სტატიის გამოგზავნა წლის ნებისმიერ დროს შეუძლია. სტატიის გამოქვეყნების შესახებ თანხმობა ცნობილი იქნება მიღებიდან 3-6 თვეში. დეტალური ინფორმაცია ჟურნალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-საიტზე: http://journal.ciu.edu.ge/

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე - ijss@ciu.edu.ge“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე