„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 11 ნოემბერს კაბალის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 11 ნოემბერს კაბალის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს 09:00 დან 17:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ბაისუბანი, ბოლოკიანი, განთლება, განჯალა, გელათი, დავითიანი, დონა, ვარდისუბანი, ზემო გურგენიანი, ქვემო გურგენიანი, ზემო მსხალგორი, ქვემო მსხალგორი, ზემო ფონა, ქვემო ფონა, ზემო ხეჩილი თამარიანი, ქვემო ხეჩელი, თელა, კაბალი, კავშირი, კართუბანი, მაწიმი, მშვიდობიანი, ნაინდროვალი, ნაწისქვილარი, ნინიგორი, რაჭისუბანი, საქობო, სვიდება, უზუნთალა, ყარაჯალა, შეერთება, შრომა, ცოდნისკარი, წითელიგორი, ჭიაური, ხიზა, ხიზაბავრა, ჰერეთისკარი.

„შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა