აკაკი მინაშვილი - „ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებაზე საუბარი ძალიან რთული და წარმოუდგენელია ამ ვითარებაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე საუბარი „რთული და წარმოუდგენელიც კია”. ამის შესახებ მინაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, იზიარებს თუ არა მამუკა ხაზარაძის პოზიციას “ქართულ ოცნებასთან” დიალოგის თაობაზე.

როგორც მინაშვილმა აღნიშნა, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს, თუ საუბარი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და მის გათავისუფლებაზე იქნება.

„გააჩნია, რა თემებზე შეიძლება იყოს საუბარი. ერთადერთი, რაც “ქართულ ოცნებას” ახასიათებს, ეს არის ტყუილი, სიყალბე. ვნახეთ, რომ შარლ მიშელის მოლაპარაკება იყო და იქაც კი "გადააგდეს" არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. ამიტომ, „ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებაზე საუბარი ძალიან რთული და წარმოუდგენელიც კია ამ ვითარებაში. მთავარია ჩვენი მოქალაქეების მოქმედება, ჩვენი მხრიდან აქტიურობა. მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში და გათავისუფლდეს. მოლაპარაკება შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მთავარ თემებზე იქნება საუბარი და სანდოობა ძალიან მაღალი ხარისხის უნდა იყოს, რაც “ქართული ოცნების” პირობებში უბრალოდ არ არსებობს”,- განაცხადა მინაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც მინაშვილმა მისი მონახულების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილი “სუსტადაა და მოქმედებები შენელებული აქვს”.

მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის. 20 კილოზე მეტი დაიკლო. მისი მოქმედებები არის შენელებული, მაგრამ რამდენჯერაც მის ჯანმრთელობაზე საუბარი დავიწყე, სხვა თემებზე გადადიოდა. მისთვის ახლა მთავარია, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიტაცა ქართველი ხალხის ნება, მოიპარა გამარჯვებული არჩევნები. საუბარი ამ მიმართულებით მიდიოდა. მისთვის მნიშვნელოვანია ერთიანობა, რომელიც დღეს არის”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისთვის, ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ ხაზარაძემ აღნიშნა, თავმჯდომარესთან შეხვედრა ჰქონდათ იმის თაობაზე, რომ დიალოგისთვის მზად არიან, რათა ქვეყანას ცუდი სცენარი თავიდან აარიდონ.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს