გია ვოლსკი - არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ „ლელო” რაღაც კეთილშობილურ მისიას შეასრულებს

არავითარი საფუძველი იმისა, რომ „ლელო” რაღაც კეთილშობილურ მისიას შეასრულებს, არ არსებობს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, “ლელო“ იმ პოლიტიკური პარტიის ნაწილია, რომელსაც “ნაცმოძრაობა“ ჰქვია“. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, თავად “ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, დესტაბილიზაცია, პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები.

„სჯობს, "ლელომ" დააზუსტოს, ამაზე როგორია მათი პოზიცია. ხელოვნური კრიზისი იმის საფუძველი არ არის, ქვეყანა არიო და დესტაბილიზაციას ხელი შეუწყო. არსებობს პარლამენტი და პარლამენტში არსებობს ნებისმიერი პირობა, რომ საკითხები დებატების თუ სხვა ფორმატში იყოს განხილული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია “ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად, სასწრაფოდ დაიწყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები. დღეს ამ თემაზე “ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდნენ.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“