ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების განხილვის 60 დღით გადადება, პარლამენტის მხრიდან ცუდი პოლიტიკური გზავნილია

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო -პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების განხილვის ვადის 60 დღით გადადება, პარლამენტის მხრიდან ცუდი პოლიტიკური გზავნილია.

ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც გადაწყდა, რომ კანონპროექტის განხილვის ვადა 60 დღით უნდა გახანგრძლივდეს.

„ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ სასამართლოში რაღაც ცვლილებები, რომელიც ოდნავ მაინც გააჯანსაღებს ვითარებას, ჯერ აქამდე მივიდა და არ განხილულა და ახლა კიდევ იგეგმება დამატებით 60 დღით გადადება. რა არის ამის გამამართლებელი საფუძველი? ჩვენ ვხედავ სასამართლო კორპუსის შიგნით უპრეცედენტო რამეს - გამორჩეულმა, თითზე ჩამოსათვლელმა მოსამართლეებმა, აქამდე თავჩახრილი 24-საათიან რეჟიმში რომ მუშაობდნენ კონკრეტულ საქმეებზე, გადაწყვიტეს რომ გამოსულიყვნენ ამ რეჟიმიდან და საჯაროდ ამოეღოთ ხმა იმ ვითარებაზე, რაც სასამართლოშია. სასამართლოს შიგნით ხდება ეს და ამ ყველაფერს პარლამენტი რითი პასუხობს? სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცვლილებების განხილვასაც კი არ იწყებს? ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიურომ? ვფიქრობ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად გაუმართელებელი, თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც ნათელი გახდება პარლამენტის თანამონაწილეობა ამ არაჯანსაღი პროცესების შექმნაში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტის ასარჩევ წევრებთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებულია, რაც მისივე შეფასებით ხელოვნურად ხდება.

ამავე დროს, მინდა შეგახსენოთ, რომ უკვე თვეებია პარლამენტი არ დგამს ნაბიჯებს იუსტიციის საბჭოში პარლამენტის კვოტით ასარჩევ წევრებთან დაკავშირებით, რაც კონსტიტუციურ ინსტიტუტს ფუნქციონირებაში უშლის ხელს. რითი არის გამართლებული ის, რომ თვეებია ეს პროცესი არის ხელოვნურად შეჩერებული, რატომ? მოვისმენდი პასუხებს სიამოვნებით. ჩემი პასუხი არის ის, რომ ხელოვნურად ფერხდება ამ ადამიანების არჩევა, ვინაიდან, თითოეული მათგანის ასარჩევად მხოლოდ მმართველი პარტიის ხმები საკმარისი არაა. ეს არის ტესტი ჩვენ და საზოგადოებამ დავინახოთ გაქვთ თუ არა საქმიანი თანაშრომლობის სურვილი კონკრეტული საკითხის ირგვლივ და იქ, სადაც აუცილებელია კონსესუსი შედგეს ხელისუფლებას, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და სადაც კანონი გვავალდებულებს, რომ კონსტიტუციური ორგანო ხუთი წევრის გარეშე არ ფუნქციონირებდეს. 15 - წევრიანი ორგანო თვეებია მუშაობს 10 წევრის პირობებში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ უპასუხა და ის ანა ნაცვლიშვილს დაჰპირდა, რომ საკითხს იურიდიულ კომიტეტში მოიკითხავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს