პოლონეთი, ბელარუსიდან მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, საზღვრის დაცვას აძლიერებს

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე დამატებითი ძალები, მესაზღვრეები, პოლიცია და სამხედროები, განალაგა, რადგან, ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში შეღწევის მიზნით ბელარუსიდან ასობით მიგრანტი მიემართება.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას ახლა რეგიონში 12 000 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.

"მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის", - წერს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი „ტვიტერზე“.

პოლონეთი აცხადებს, რომ ბელარუსი, მიგრანტების დიდი ჯგუფის წახალისებით, „დიდ პროვოკაციას“ აწყობს.

„ბელარუსს სურს გამოიწვიოს დიდი ინციდენტი, სროლებითა და მსხვერპლით“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პიოტრ ვავრჟიკიმ.

პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების კოორდინაციის სამინისტროს პრესსპიკერის, სტანისლავ ზარინის ინფორმაციით, ჯგუფი პოლონეთში "მასობრივად" შესასვლელად ემზადება. მისივე თქმით, მიგრანტები ბელარუსის შეიარაღებული ქვედანაყოფების მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, რომლებიც წყვეტენ, თუ რა გზით შეუძლია ან არ შეუძლია ჯგუფს წასვლა.

„ეს ბელარუსის რეჟიმის მტრული ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც მიმართულია პოლონეთის წინააღმდეგ“, - აღნიშნა სტანისლავ ზარინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა