სერგო ჩიხლაძე - კარგი იქნება თუ დიალოგი შედგება - ხელისუფლებას ყველაზე მეტი გონიერება მართებს, თუმცა ამის იმედი არ მაქვს

,,ქართული ოცნების” მიმართ მოთხოვნები ბევრი გვაქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი და რომელიც არ ითმენს, არის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების გადაწყვეტა , - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ თავისუფლების მოედანზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, დღეს საკითხი ადამიანის სიკვდილ - სიცოცხლეზე დგას და არ შეერთება, ან გვერდზე გადგომა მორალურად არასწორი იქნებოდა.

,,ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა და სტრატეგია აღმაშენებელიც სრულად უერთდება აქციას. ,,ქართული ოცნების” მიმართ მოთხოვნები ბევრი გვაქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი და რომელიც არ ითმენს არის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების გადაწყვეტა, მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. დღეს საკითხი დგას ადამიანის სიკვდილ - სიცოცხლეზე და არ შეერთება, ან გვერდზე გადგომა მორალურად არასწორი იქნებოდა”, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ,,ქართულ ოცნებასთან” დიალოგის წარმოებასთან დაკავშირებით.

სერგო ჩიხლაძის აზრით, მსგავსი დიალოგი სიტუაციის განმუხტვისთვის აუცილებელია და ხელისუფლებას ყველაზე მეტი გონიერება მართებს, თუმცა ამის იმედი არ აქვს.

,,კარგი იქნებოდა თუ შედგება ასეთი დიალოგი, ოღონდ არა დიალოგი დიალოგისთვის და კონკრეტული გადაწყვეტილებები რომ იყოს მიღებული, ეს აუცილებელია სიტუაციის განმუხტვისთვის, ვინაიდან, ყოველდღიურად სულ უფრო მწვავდება სიტუაცია. ხელისუფლებას მართებს ყველაზე მეტი გონიერება, თუმცა ამის იმედი არ მაქვს”, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა