ანა ბუჩუკური - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია

მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაიცვას.

„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მისი, როგორც პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცული იყოს. ჩვენი მოწოდება არის და იქნება ის, რომ მაქსიმალური გაკეთდეს, რათა პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცული იყოს“,-განაცახდა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები საკმაოდ რთული სანახავი იყო.

„უხერხულია, როდესაც პოლიტიკური ისტებლიშმენტი და „ელიტა“ გადასულია იმის ახსნაზე, ადამიანმა რამდენი ლუკმა ფაფა ჭამა ან წვენი მიირთვა. ეს ფაქტობრივად ტრაგიკომედიაა. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას სახელმწიფო ინსტიტუტები შესწირა“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და წვლილია იმაში, რომ თვეების წინ დისკრედიტირებული „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ასეა გაძლიერებული. ბუჩუკური მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის თანმიმდევრულობაში.

„ოპოზიციის ნაწილის არათანმიმდევრულობა ისევ და ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა სრულად გამოიყენონ ის მანდატი, კონსტიტუციური შესაძლებლობები, რომელიც ქართველი ხალხის დამსახურებით მიენიჭათ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ რამდენიმე ადამიანმა დატოვოს.

„ვუშვებთ იმას, რომ შეიძლება რამდენიმე ადამიანმა ჩვენი რიგები დატოვოს, მაგრამ გავიმეორებ ჩვენი თანაგუნდელების პოზიციას-რაც მალე დაგვტოვებენ ასეთი ადამიანები, ჩვენს გუნდს მხოლოდ გაძლიერებაში დაეხმარება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა