დავით ჭიჭინაძე - სირცხვილია იმ ხელისუფლების გვერდით დგომა, რომელიც მუშაობის ნაცვლად, პატიმარს  მიტინგებს უწყობს და არ აინტერესებს ხალხის არჩევანი

სირცხვილია იმ ხელისუფლების გვერდით დგომა, რომელიც მუშაობის ნაცვლად, პატიმარს მიტინგებს უწყობს და საერთოდ არ აინტერესებს ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, სირცხვილია იმ ადამიანების გვერდით დგომა, რომლებმაც 7 ნოემბერი მოაწყვეს.

„მათ გვერდით დგომა, ვისაც საავადმყოფომდე ვერ მიყავს ციხეში მოშიმშილე მესამე პრეზიდენტი და მას მკურნალობის უფლებას უზღუდავენ; ეშინიათ სააკაშვილის სასამართლოში გამოჩენა; სირცხვილია იმ "ოცნებასთან" დგომა, ვისთვისაც დღეს უმთავრესი "მათი დალაგებულის არ არევა" ყოფილა"; იმ ადამიანის, ადამიანების გვერდით დგომა ვინც 7 ნოემბერი მოაწყო, დააფინანსა, ამით ამაყობდა და შემდეგ ასეთივე წარმატებით გაიმეორა 20 ივნისი, 5 ივლისი; სირცხვილი და კატასტროფაა იმ რეალობაში ცხოვრება, სადაც მაცივარი ცარიელია, ეკონომიკა აღარ არსებობს, "ოცნება" კი, მარტო ოპოზიციას ებრძვის. სამაგიეროდ თავად წარმატებულად დამდიდრდნენ. მოკლედ, ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიყვანა, მითუმეტეს იმ არარსებული ხელისუფლების მიერ, რომელიც უკვე ბოლომდე ჩამოშლილია“, - წერს დავით ჭიჭინაძე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს