მოხდა ადამიანის გატაცება, არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს „ქართულ ოცნებას", რომ ცივილური ფორმით მოეხდინა ინფორმირება ჩვენი საზოგადოების, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პარტიის გეგმები არ შეიცვლება და დღევანდელი აქცია მაინც გაიმართება.
„ჩვენი გეგმები არ იცვლება. გაიტაცეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გაურკვეველი მიმართულებით. არცერთ უწყებას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება სად არის ის. ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი და გვაჩვენებს რამდენად ფეხებზე კიდია ქვეყნის მოსახლეობის აზრი ამ ხელისუფლებას. არ შეიძლება ასეთი საბჭოთა მეთოდებით მოქმედება. მოხდა ადამიანის გატაცება, არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს „ქართულ ოცნებას", რომ ცივილური ფორმით მოეხდინა ინფორმირება ჩვენი საზოგადოების. აბუჩად გვიგდებენ", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.