საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო დისციპლინათაშორისი სამეცნიერო კონფერენცია - „ლიეტუვის და საქართველოს კულტურული კავშირები“ გაიმართა

8 ნოემბერს, რიგით მე-7 საერთაშორისო დისციპლინათაშორისი სამეცნიერო კონფერენცია - „ლიეტუვის და საქართველოს კულტურული კავშირები“ ონლაინ რეჟიმში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორდღიანი კონფერენცია ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის მიერ არის ორგანიზებული.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, ლიეტუვას და ავსტრიის უნივერსიტეტების სამეცნიერო აკადემიური პერსონალი.

მასში მონაწილე სპიკერები კი, მოხსენებით, ერთმანეთს საგანმანათლებლო და კულტურულ საკითხებზე გამოცდილებას უზიარებენ.

მათივე ცნობით, ღონისძიება სტუ-ის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი დევი ხვედელიანი და უნივერსიტეტის წარმომადგენლები. კონფერენციას, ასევე დაესწრო საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, მისი აღმატებულება, ანდრიუს კალინდრასი.

ორდღიან კონფერენციაზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, ლიეტუვას ენისა და კულტურის ცენტრის მნიშვნელობაზე და კონფერენციის წარმომადგენლებს ღონისძიების გახსნა მიულოცა.

„მაქვს პატივი მოგესალმოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით და მოგილოცოთ, მე-7 საერთაშორისო დისციპლინათაშორისი სამეცნიერო კონფერენციის გახსნა. ასევე მინდა, მადლობა გადაუხადა, როგორც საქართველოს, ისე ლიეტუვას მთავრობის წარმომადგენლებს ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის უდიდესი მხარდაჭერა ლიეტუვური ცენტრის განვითარებასა და ფუნქციონირებაში. ასევე ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას და მისი მეუღლის, დიანა ნაუსედიენის “,- განაცხადა დავით გურგენიძემ.

ონლაინ კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა, ლიეტუვას რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, ქალბატონმა დიანა ნაუსედიენიმ, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ კულტურულ და საგანმანათლებლო თანამშრომლობაზე.

„მაისში საქართველოში ვიმყოფებოდი და გაოცებული ვიყავი , იმდენი მოტივირებული ახალგაზრდა ვიხილე, რომლებიც ლიეტუვურ ენას სწავლობენ. ამ ორ ქვეყნას შორის არსებული კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობა, ორივე მხარეს გვეხმარება ჩვენი კულტურისა და ენის უფრო ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაციაში, რადგან სამწუხაროდ, ქართული და ლიეტუვური ენა ბევრმა არ იცის. ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება, მსგავსი კონფერენციები და პროექტები, კი ხელს შეუწყობს ამ ყოველივეს“, - განაცხადა დიანა ნაუსედიენიმ.

კონფერენციის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული კონფერენცია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის იქნება ნაყოფიერი და ორ ქვეყანას შორის არსებულ აკადემიურ კავშირებს, კიდევ უფრო გაამყარებს. კონფერენცია ხვალ, 9 ნოემბერს დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა