პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენი მოთხოვნა, გასაჯაროვდეს მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა, რაც ყველაზე მთავარია, რა მიმართულებით გაიტაცეს

ჩვენი მოთხოვნაა გასაჯაროვდეს მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ცისკარიშვილი განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია დღეს მაინც ჩატარდება.

"ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გასაჯაროვდეს მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა, მისი ჯანმრთელობა. რაც ყველაზე მთავარია, რა მიმართულებით გაიტაცეს, სად გადაიყვანეს, ან სად გადაჰყავთ. ამის შესახებ საზოგადოებას და ჩვენ გვაცნობონ. გასაგებია, რომ მათი ხელწერაა ჩუმად, ქურდულად პოლიტიკური პატიმრის გატაცება და გაურკვეველი მიმართულებით წაყვანა. რაც შეეხება ჩვენს პროტესტს, მიტინგს, რომლიც დანიშნულია, ეს აქცია არ გადადებულა, არაფერი შეცვლილა. 20:00 საათზე ყველას თავისუფლების მოედანზე ველოდებით“, - აღნიშნავს ცისკარიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს