მედეა ჯანიაშვილი - სწორი მარკეტინგული კამპანიის შედეგად 50%-იან აღდგენას მივაღწიეთ ტურისტებისა და შემოსავლების მიმართულებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა 2021 წლის 10 თვის ტურისტული სტატისტიკა და ტურიზმის აღდგენის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„2021 წელს 2019 წელთან მიმართებით ტურიზმის აღდგენის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ეს კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ მოკლე ვადაში ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო გავზარდოთ. შემოსავლებისა და ტურისტული ვიზიტების კუთხით გვაქვს 50 %-იანი აღდგენა. ჩვენი მიზანია 2019 წლის მაჩვენებელს რაც შეიძლება დროულად დავეწიოთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის შედეგი იმ აქტიური მარკეტინგული კამპანიისა, რომელსაც ჩვენ მიზნობრივ ბაზრებზე ვახორციელებთ, როგორც სხვადასხვა ტიპის პრეს და ინფო ტურების საშუალებით, ასევე ისეთი უმსხვილესი პლატფორმების გამოყენებით როგორიც არის: CNN, National Geographic, Conde Nast Traveler და სხვა”, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 161,862,751 აშშ დოლარს (ზრდა +933%), რაც 146,187,024 დოლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი კლება -156,770,174 დოლარს შეადგენს (კლება -49%) ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ოქტომბერში 188,751 შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით +331.5%-ით მეტია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -57%-ით ნაკლები.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა