სერგო ჩიხლაძე - დღეიდან ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც მართავს არა ხელისუფლება, არამედ „ალქაიდას" მსგავსი დაჯგუფება

გლდანის საავადმყოფოში არ არსებობს არანაირი სერიოზული პირობა მსგავსი პაციენტის არც სამკურნალოდ და არც უსაფრთხოების ზომების დასაცავად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილი სასიკვდილოდ გაწირა.

„მთავარი სათქმელი და პირველი მოთხოვნა არის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო სექტორის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, რაც უკვე არ დაკმაყოფილდა და ხელისუფლებამ პირიქით, დემონსტრაციულად მიიღო ყველაზე ცუდი და არასწორი გადაწყვეტილება. იქ გააგზავნა, ისიც მოტაცების გზით, კვალის აბნევის ოპერაციები ჩაატარა, ტერორისტულ ორგანიზაციას უფრო დაემსგავსა "ქართული ოცნება". სააკაშვილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც ვერ იქნება დაცული ვერც მისი უსაფრთხოება და ვერც მისი ჯანდაცვის საჭიროებები. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი სასიკვდილოდ გაწირა, ხოლო ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს, გვითხრა, რომ მისთვის ადამიანის სიცოცხლე და საქართველოს მოქალაქე არაფერს წარმოადგენს.

დღეიდან ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც მართავს არა ხელისუფლება, არამედ "ალქაიდას" მსგავსი დაჯგუფება", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო