ნინო გოგუაძე - ელენე ხოშტარია აგრძელებს შიმშილობას, ვიდრე არ გვექნება უტყუარი ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ელენე ხოშტარია აგრძელებს შიმშილობას მანამ, სანამ არ გვექნება უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილისიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ "დროას" წევრმა, ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა სიტუაციას ამწვავებს.

„ჩემი განცხადება შეესაბამება ელენე ხოშტარიას პოზიციას. იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გატაცება, როდესაც ამის შესახებ არ იცოდნენ არც მისმა ოჯახის წევრებმა, არც სახალხო დამცველმა და არც არავინ, ეს არ ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას. არ არის გადადგმული ქვეყნის დამშვიდებისკენ და პირიქით, კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას.

ელენეს შიმშილობა ემსახურება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. აქამდე გლდანის ჰოსპიტალზე მოსმენილი გვქონდა მხოლოდ სახალხო დამცველის დასკვნა, რომ გლდანის ჰოსპიტალი არ შეესაბამება იმ სტანდარტს, სადაც დაცული და გარანტირებული იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ასევე მისი უსაფრთხოება. ასე რომ, ელენე ხოშტარია აგრძელებს შიმშილობას მანამ, სანამ არ გვექნება უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა გოგუაძემ.

ცნობისთვის, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობს. ის მოითხოვს, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა