გლდანის ციხეში ხმაურია - პატიმრები მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, ხმაურია.

კერძოდ, ციხის ერთ-ერთი კორპუსიდან პატიმრების შეძახილები ისმის. პატიმრები მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ. ამასთან, მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, მათი განცხადებები ჩაიწერონ და გააშუქონ. საპასუხოდ ადგილზე მყოფმა რამდენიმე მოქალაქემ პატიმრებს უცენზურო სიტყვებით მიმართეს.

ამასთან, პატიმრები მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროტესტს შუქის მუდმივი ანთება-ჩაქრობითაც გამოხატავენ.

ციხის გარე და შიდა პერიმეტრზე საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

ცნობისთვის, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, წყლის ჭავლის მანქანა, ასევე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ავტომობილი შეიყვანეს. ადგილზე სატვირთო მანქანით სავარაუდოდ, სამედიცინო ინვენტარიც მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატზე.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს