ნიკა მელიას განცხადებით, გლდანის ციხესთან ოპოზიციის აქციები არ გაიმართება

გლდანის ციხესთან ოპოზიციის აქციები არ გაიმართება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, გლდანის მე-18 დაწესებულებასთან აქციის გამართვა პროვოკაციად აღიქმება.

„არცერთი მსურველი გლდანის ციხესთან აქციის გამართვისა! მე, როგორც თქვენი მეგობარი გეუბნებით, რომ ეს აღიქმება პროვოკაციად. იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და ამ ყველაფრისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან. იქ, სადაც კრიმინალები ჰყავთ, ძალიან მძიმე დამნაშავეები ჰყავთ, „კანონიერი ქურდები“ ჰყავთ, იქ შეიყვანეს ახლა მიხეილ სააკაშვილი. იქ ახლა აქციის გამართვა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნების“, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და მერე რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ ტანზე. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი აქედან არცერთმა ჩვენგანმა არ მოვიცვალოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა