იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლებული იყო ახალ დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძე მიმართავს ოპონენტებს, საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდონ.

„ჩვენ რა პირობაც დავდეთ, იმ პირობას ვასრულებთ. ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული იმით, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს ძალიან კარგ მდგომარეობაში. მინდა კიდევ მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულონ ეს სიძულვილის ენა, მოუწოდონ საზოგადოებას სიმშვიდისკენ, ნაცვლად რევოლუციური მოწოდებებისა, რომელსაც ახორციელებენ. ბუნებრივია, ამით ქმნიან რისკებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის. ამის უფლებას ვერავის მივცემთ.

როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლებული იყო ახალ დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს“, - აღნიშნავს ბრეგაძე „იმედის“ ეთერში.

როგორც ბრეგაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ ქმედებაზე სამართლებრივი რეაგირება იქნება.

“ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც 24 საათი ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე. ჩვენ ვერავის მივცემთ ამ თანამშრომლებისთვის შეურაცხმყოფის მიყენების უფლებას. რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან. ამ საკითხს ვსწავლობთ“, - აღნიშნავს ბრეგაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო