ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სავარაუდოდ იძულებით მოახდინეს - რატი ბრეგაძისნაირი კაცუნები მხოლოდ შემსრულებლები არიან, პირველს მას უნდა მოეთხოვოს პასუხი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, იძულებით გადაიყვანეს. ბექა ბასილაია გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა და აღნიშნა, რომ „ეს არის ხელისუფლების დღევანდელი დანაშაულებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობა“.

„დღეს თუ ვინმემ იძალადა, ეს იყო პენიტენციური სამსახური, ეს იყო ღარიბაშვილი და ბრეგაძე. მათ მოტყუებით, სავარაუდოდ, იძულებით მოახდინეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. სააკაშვილს გაცხადებული ჰქონდა, რომ არ გადავიდოდა მე-18 დაწესებულებაში. ამ დაწესებულებაში მის გადაყვანას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მიხეილ სააკაშვილი მოექცეს ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, რაც ყოველ წამს გვესმის იქ მყოფ ადამიანებს. რაც შეეხება ბრეგაძის განცხადებას, ეს არის ხელისუფლების დღევანდელი დანაშაულებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობა. მათ უნდათ მთავარიდან გამოგონილ ფაქტებზე გადაიტანონ ხალხის ყურადღება. მათ მიერ მოწყობილ პროვოკაციებთან დაკავშირებით სურთ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბარი. ეს არის უკიდურესი ცინიზმი. სამწუხაროდ, აღარ არსებობს იურიდიული მექანიზმები, აქ უკვე ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა. სასამართლო სისტემა არ არსებობს, ეს მომართულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შურისძიებისთვის - შურისძიებისთვის იმიტომ, რომ მან დაასრულა კორუფცია, დაასრულა ორგანიზებული კრიმინალი, შურისძიებისთვის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ის ებრძოდა ოკუპანტ რუსეთს. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამ ქმედებების დამკვეთი არის პუტინი და ივანიშვილია ამაზე პასუხისმგებელი. რატი ბრეგაძისნაირი კაცუნები მხოლოდ შემსრულებლები არიან. პირველს მას უნდა მოეთხოვოს პასუხი“, - განაცხადა ბასილაიამ „მთავარ არხთან“ ჩართვაში.

მისივე თქმით, სააკაშვილი აღარ არის უსაფრთხო გარემოში და მის მიმართ უკვე განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი.

„რაც შეეხება ფიზიკურ უსაფრთხოებას, ვის წარმოუდგენია და სჯერა, რომ როცა წაქეზებული პატიმრები იქცევიან ასე, ხვალ და ზეგ იქ რა მოხდება? იქ მოხდება უბედურება, თუ ქართველი ხალხი ხმას არ ამოიღებს. ისინი გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის თავს ძალიან დიდი უბედურების დატეხას“, - განაცხადა ბასილაიამ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლებული იყო ახალ დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს“, - აღნიშნავს ბრეგაძე „იმედის“ ეთერში.

როგორც ბრეგაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ ქმედებაზე სამართლებრივი რეაგირება იქნება.

“ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც 24 საათი ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე. ჩვენ ვერავის მივცემთ ამ თანამშრომლებისთვის შეურაცხმყოფის მიყენების უფლებას. რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან. ამ საკითხს ვსწავლობთ“, - აღნიშნავს ბრეგაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო