ნიკა მელია - 9 ნოემბერს, 10:00 საათზე აქციებს დამატებით წერტილებში გავშლით

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 9 ნოემბერს, 10:00 საათიდან საპროტესტო აქციები ქალაქის სხვადასხვა წერტილში გაიმართება, მათ შორის აქციაა დაგეგმილი იუსტიციის სამინისტროსთან.

ნიკა მელიამ საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გუშინდელ აქციაზე გააცნო და განაცხადა, რომ „პროტესტი ეტაპობრივად აზვირთდება“.

„9 ნოემბერს, დილის 10:00 საათზე დამატებით წერტილებში გავშლით აქციებს. აქცია გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან, იქ, ვისი ვალდებულებაცაა, რომ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც ახლა ჰყავთ. ასე ეტაპობრივად აზვირთდება პროტესტი. ნერვების ომიც მოსაგებია. არანაირი სახლი, დღეიდან სახლი და ოჯახი თავისუფლების მოედანია“, - განაცხადა მელიამ.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა