ნიკა მელია - როცა ასე მალულად იპარავენ პატიმარს ციხიდან, რომც მიეყენებინა თავდაცვის მიზნით რაიმე სახის შეურაცხყოფა, ვინმეს უნდა გაუკვირდეს?

რატომ უნდა დავუჯერო მე რატი ბრეგაძეს საერთოდ რაიმე? როცა ასე მალულად იპარავენ პატიმარს ციხიდან, რომც მიეყენებინა თავდაცვის მიზნით რაიმე სახის შეურაცხყოფა, ვინმეს უნდა გაუკვირდეს? - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა #18 სამკურნალო დაწესებულებაში ციხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ვერავინ და ვერაფერი გატეხს.

„რატომ უნდა დავუჯერო მე რატი ბრეგაძეს საერთოდ რაიმე? მითუმეტეს, ის, როცა ამბობს, რომ 40 დღის ნაშიმშილებმა ადამიანმა ციხის ზედამხედველს შეურაცხყოფა მიაყენა? როცა ასე მალულად იპარავენ პატიმარს ციხიდან, რომც მიეყენებინა თავდაცვის მიზნით რაიმე სახის შეურაცხყოფა, ვინმეს უნდა გაუკვირდეს? მოიტაცეს ადამიანი, ეს ნორმალური ქმედება ჩაიდინა? ასიათასობით ადამიანი ღელავს და საზოგადოება იმის ღირსი არ იყო, რომ წინასწარ განცხადება გაეკეთებინა შესაბამის უწყებას?

უმრავლესობის ნებაა ცვლილებები. ვერ გატეხს მიხეილ სააკაშვილს, ვერც აქ მყოფ ადამიანს ვერავინ. ჩვენ ვიბრძვით ერთი მიზნისთვის - ქვეყანას ჰქონდეს მომავალი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა