ნიკა მელია - ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან კომიკური პერსონაჟია, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება

ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან კომიკური პერსონაჟია, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მოსკოვის სცენარით მოქმედებს.

„ქართველი ერი გაზრდილი ვართ და ზუსტად ვიცით ისტორიულად, რა ფასი გადაუხდია ქართველ ხალხს შიშველი ემოციების გამო, ჩვენ შიშველი ემოციებით მოქმედებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა მელიამ.

მისი განმარტებით, მოსახლეობის უმრავლესობის ნება არის ცვლილებები.

„ხელისუფლება ვერ დააკონსერვებს ცვლილების ნებას. ვერ გატეხს საზოგადოებას, მით უფრო მიხეილ სააკაშვილს ვერ გატეხს, ვერ გატეხს ვერც ერთ აქ მყოფ ადამიანს. ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი. ამ ყველაფერთან ერთად ვიაზრებთ მნიშვნელოვანს - ბიძინა ივანიშვილი ისე დამარცხდეს, რომ ქვეყანა განვითარდეს და არა ჭაობში ჩავეფლოთ, არ წამოვეგოთ რუსეთის ფედერაციის მიერ შემუშავებულ დავალებებს“, -განაცხადა მელიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს