გიგი უგულავა - რასაც ვამბობდით, ყველაფერი აღსრულდა - გადაიყვანეს გლდანის ციხეში, რომ კრიმინალების „შუმოკი“ მოეწყოთ

სხვადასხვა ლოკაციებზე იქნება ხალხის დამაგრება - დილიდან იქნება კანონის ფარგლებში პიკეტირებები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ მედიასთან განაცხადა. გიგი უგულავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს ე.წ. გლდანის ციხეში, რომ კრიმინალების „შუმოკი“ მოეწყოთ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია.

„სხვადასხვა ლოკაციებზე იქნება ხალხის დამაგრება და დილიდან იქნება კანონის ფარგლებში პიკეტირებები. უნდა გვესმოდეს, რომ საათებს აქვს მნიშვნელობა. რასაც ველოდით, ის გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა. გადაიყვანეს გლდანის ციხეში, იმიტომ, რომ იქ კრიმინალების „შუმოკი“ მოეწყოთ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. მთელი 2 კვირაა რასაც ვამბობდით გლდანთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი აღსრულდა. სიმართლე არის ის, რომ ეს ადამიანები სპეციალურად არიან დაგეშილები და გლდანის ციხეში მიყვანილი სააკაშვილი, ავადმყოფი „შლეგი“ ივანიშვილის ტვინის „ნაჟურია“, რომელსაც ჰგონია, რომ სიმბოლოებია, მაგ სიმბოლოებით ამოხდება მათ პოლიტიკურად სული. დიდი დრო არ დარჩენიათ. თუ ჰგონია, რომ აბასთუმანში ბუჩქებში დაიმალება, ძალიან ცდება“, - განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა