ნიკოლოზ ყიფშიძე - მოვითხოვ, ვნახო სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად - გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც ყიფშიძე განმარტავს, ის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღელავს.

„პრეზიდენტი სააკაშვილი ბოლოჯერ გუშინ ვნახე, იყო საკმაოდ სუსტად, გუშინვე მოვახსენე ამის შესახებ საზოგადოებას და დღეს ამიტომ ჩავატარე დილას კონსილიუმი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კონსილიუმი ჩავატარეთ ავადმყოფის გარეშე, რამდენიმე საათი ვიყავით იქ, მაგრამ მიშა არ გვინახავს. ამიტომ ვითხოვ, მოვითხოვ, არ ვიცი რა სიტყვები გამოვიყენო - ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ძალიან ვღელავ მისი მდგომარეობის შესახებ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ, ჩემი აზრით, ჩემ მიერ და ჩემი კოლეგების მიერ მისი ნახვა დღეს აუცილებელია“, - განაცხადა ყიფშიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს