ომბუდსმენი - პატიმრების შეძახილები გარეთ ნამდვილად ისმის, როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ესმოდა პალატაშიც

ვადასტურებ, პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის. გარეთ ნამდვილად ისმის. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ასევე, ესმოდა პალატაშიც, თუმცა, როცა იქ ვიყავი, ტელევიზორიც იყო ჩართული და არ მესმოდა, მაგრამ ნამდვილად, შესვლის და გამოსვლის დროსაც, ეს ხმაური დავაფიქსირე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ომბუდსმენის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია.

„კატეს აპარატი ჯერჯერობით დგას დერეფანში და აცხადებენ, რომ ეს დამონტაჟდება. ის მთელი დღის განმავლობაში უარს აცხადებდა სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების მიღებაზე, ის კონტაქტურია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო