ლევან ხაბეიშვილი - დასურათებული ჰყავთ აქციის მონაწილეები და პროვოკაციულად მათ აყვანას აპირებენ

კონკრეტულ პროვოკაციებს გეგმავენ. გახადეს ფორმები და რამდენიმე დადიოდა, ფოტოები გადაიღეს, ვინ უნდა დაიჭირონ. კონკრეტულ მითითებებს აძლევენ პოლიციელებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება აქტივისტების დაკავება.

„ჩემი თხოვნაა აქციის მონაწილეებისადმი, მშვიდად, წყნარად და დაახლოებით ერთი მეტრი დისტანცია დაიკავეთ პოლიციელებთან, რომ რაიმე პროვოკაციას არ ჰქონდეს ადგილი. ჟურნალისტებს, მედიას, ყველას გაფრთხილებთ წინასწარ, მათ აქვთ დასურათებული აქციის მონაწილეები და აპირებენ პროვოკაციულად მათ აყვანას - ეს არის პრევენციული განცხადება, რადგან ყველამ შენიშნა, ტელეფონებით როგორ უღებენ აქტივისტებს ფოტოებს და აძლევენ მითითებებს, ვინ უნდა დააკავონ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო