მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა - აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან ოპოზიციის მხარდამჭერები და ოპოზიციის ლიდერები.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული. მათ ტერიტორიაზე კორდონი აქვთ გაკეთებული.

შეგახსენებთ, ოპოზიციის მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ტერიტორიაზე წარწერის გაკეთებას ცდილობდა, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

ოპოზიცია 9 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან სხვადასხვა ლოკაციაზე პროტესტს აანონსებს, მათ შორის აქცია იგეგმება იუსტიციის სამინისტროსთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა