აქციის მონაწილეებმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს და კვლავ ტერიტორიაზე რჩებიან

ოპოზიციის მხარდამჭერებმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც ადგილზე რჩებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული. მათ გამთენიისას შენობის წინ დამატებით რკინის ჯებირები განათავსეს.

შეგახსენებთ, ოპოზიციის მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ტერიტორიაზე წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

ოპოზიცია დღეს, დილის 10:00 საათიდან სხვადასხვა ლოკაციაზე პროტესტს აანონსებს, მათ შორის აქცია იგეგმება იუსტიციის სამინისტროსთან.

იხილეთ ვიდეო: მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველებმა რკინის ჯებირები განათავსეს - აქციის მონაწილეებმა კი ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს